ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სანქციებითა და მაღალი ტარიფების დაწესებით ემუქრება, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში ომს არ დაასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"მოაგვარეთ და შეაჩერეთ ეს სასაცილო ომი! ეს მხოლოდ უარესია. თუ მალე შეთანხმებას არ მივაღწევთ, სხვა გამოსავალი არ მექნება, გარდა მაღალი დონის გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების დაწესებისა ყველაფერზე, რასაც რუსეთი აშშ-სთვისა და სხვა მონაწილე ქვეყნისთვის ჰყიდის.
მოდით, დავასრულოთ ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. შეგვიძლია ეს მარტივად გავაკეთოთ ან რთულად - მარტივი გზა ყოველთვის უმჯობესია.
შეთანხმების მიღწევის დროა. მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს!", - განაცხადა ტრამპმა.
***
The Guardian-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პრეზიდენტი პუტინი რუსეთს ანადგურებს იმით, რომ უკრაინასთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას არ დებს.
მისივე თქმით, რუსეთი "ნელა და დამღლელად" ომობს, თითქმის მილიონი რუსი ჯარისკაცია მოკლული და ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ ეს ომი დასრულდება.