
დონალდ ტრამპმა რუსეთზე უპრეცედენტო საჰაერო იერიშის შემდეგ მწვავე განცხადება გააკეთა და ვლადიმირ პუტინი "გაგიჟებულად“ მოიხსენია.
„ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმირ პუტინთან, მაგრამ რაღაც დაემართა — ის სრულიად გაგიჟდა! ის სრულიად უმიზეზოდ კლავს უამრავ ადამიანს, და არა მხოლოდ ჯარისკაცებს. რაკეტები და დრონები უშენენ უკრაინის ქალაქებს, აბსოლუტურად ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ყოველთვის ვამბობდი, რომ პუტინს უნდა მთელი უკრაინა, და არა მხოლოდ მისი ნაწილი, და შესაძლოა, ეს მართლაც ასე აღმოჩნდეს — მაგრამ თუ ასეა, ეს რუსეთის დამარცხებამდე მიგვიყვანს! ზუსტად ასე, პრეზიდენტი ზელენსკიც ვერაფერს არგებს თავის ქვეყანას იმ ტონით, როგორითაც ლაპარაკობს. ყველაფერი, რასაც ამბობს, პრობლემებს ქმნის. ეს არ მომწონს და სჯობს, რომ შეწყვიტოს. ეს ომი არ დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ზელენსკის, პუტინის და ბაიდენის ომია — არა „ტრამპის“. მე მხოლოდ ვცდილობ ჩავაქრო ის დიდი და მახინჯი ცეცხლი, რომელიც აშკარა არაკომპეტენტურობისა და სიძულვილის შედეგად გაჩნდა“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ტრამპმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია პუტინის ქმედებებით და, ჟურნალისტებთან საუბარშიც დაადასტურა: „არ ვარ კმაყოფილი იმით, რასაც პუტინი აკეთებს. ის კლავს უამრავ ადამიანს და არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა.“
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება პუტინის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია ბოლო თვეების განმავლობაში.