BBC-ის ცნობით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და რესპუბლიკელების ამჟამინდელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდება, 2028 წელს კენჭს აღარ იყრის.
"თუ კამალა ჰარისთან დავმარცხდი, 2028 წელს არჩევნებში მონაწილეობას აღარ მივიღებ. დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებულები ვიქნებით", - აღნიშნა ტრამპმა.
როგორც ცნობილია, აშშ-ის კანონმდებლობა პრეზიდენტებს ორ ვადაზე მეტი ვადით მსახურებას უკრძალავს, ამიტომ ტრამპი 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობას, დიდი ალბათობით, არც გამარჯვების შემთხვევაში მიიღებს.
78 წლის ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ზედიზედ სამი არჩევნების დროს იყო.