აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრას "არ გადაწყვეტდა".
ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
"მე კარგად ვიცნობდი პუტინს, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა. ის არასდროს გადაწყვეტდა უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრას, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ჩვენ რომ ნამდვილი ლიდერი გვყოლოდა, ის [პუტინი] ამას არასოდეს გააკეთებდა.
გახსოვდეთ, რომ ის ამაზე [უკრაინაში შეჭრაზე] წლების განმავლობაში არ ფიქრობდა, ამის რეალური საფრთხე არ არსებობდა. მე ველაპარაკე პუტინს და ვუთხარი - "თქვენ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ", - ამბობს ტრამპი.