
სერიოზულად განვიხილავ ფართომასშტაბიანი საბანკო სანქციებისა და ტარიფების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truths-ზე.
"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ამჟამად აბსოლუტურად უტევს უკრაინას ბრძოლაში, მე სერიოზულად განვიხილავ ფართომასშტაბიანი საბანკო სანქციების, სანქციებისა და ტარიფების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე არ იქნება მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება. რუსეთსა და უკრაინას – დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან ახლავე, სანამ გვიანი არ არის. გმადლობთ!!!" - წერს ტრამპი.