
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონმა NATO-სთან შეთანხმებას მიაღწია.
აღნიშნული მიხედვით, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები აშშ-სგან იარაღს შეიძენენ, რომელიც შემდეგ უკრაინას გადაეცემა.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იარაღის სრულ საფასურს სწორედ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრები დაფარავენ.
"ჩვენ ვაწარმოებთ საუკეთესო აღჭურვილობას, საუკეთესო რაკეტებს, საუკეთესო ყველაფერს. ევროპის ქვეყნებმა ეს იციან და შეთანხმებას მივაღწიეთ. NATO-ს ქვეყნებს გავუგზავნით იარაღს და ისინი გადაიხდიან ამის საფასურს, არა აშშ. ჩვენ არ ვყიდულობთ, მაგრამ ჩვენ ვაწარმოებთ და ისინი [NATO-ს წევრი სახელმწიფოები] გადაიხდიან.
ჩვენი წინა შეხვედრა ძალიან წარმატებული იყო, ისინი 5%-ს დათანხმდნენ, რაც წელიწადში 1 ტრილიონი დოლარზე მეტია. მათ საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვთ - ისინი მდიდარი ქვეყნები არიან და მათ ამის გაკეთებას სურთ კიდეც. ისინი და ჩვენც ვართ ძალიან მოწადინებულნი, მაგრამ ჩვენ უკვე ძალიან ბევრი გავიღეთ, და აღარ გვაქვს ამის შესაძლებლობა. თუმცა ვქნით საუკეთესოს და ვუგზავნით NATO-ს საუკეთესოს", - განაცხადა ტრამპმა.