ტრაგედია ჩაქვში - ვინ არის პასუხისმგებელი?

ტრაგედია ჩაქვში - ვინ არის პასუხისმგებელი?

გახშირებული ტრაგიკული ფაქტები საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. პრევენცია და უსაფრთხოება ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა. ჯერჯერობით ისევ დაუდგენელია, როგორ დაიხრჩო 5 წლის ბავშვი სასტუმროს აუზში. რომელი რგოლი ჩავარდა, რამაც ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა?! დამსვენებელთა ნაწილი უსაფრთხოების ნორმებზე საუბრობს, თავად სასტუმრო კი ამტკიცებს, რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.