პედაგოგები ხელისუფლებას სიცრუეში ამხელენ, საქმე ეხება ანაზღაურებას. მასწავლებლებს ხელფასის მატებას დაჰპირდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრი პედაგოგი თავს მოტყუებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ მატების ნაცვლად, თანხა შეუმცირდებათ. ხელფასის ოდენობა განათლების სამინისტროს ახალ ბრძანებაზეა დამოკიდებული. ხელფასის მატებას ხელისუფლება მასწავლებლებს ახალი მინისტრის დანიშვნიდან მალევე დაჰპირდა.