ტალღა დღეს თავისუფლების მოედანზე აქციას - "გააფერადე ევროპა" გამართავს

ტალღა დღეს თავისუფლების მოედანზე აქციას - "გააფერადე ევროპა" გამართავს

სამოქალაქო მოძრაობა ტალღა დღეს თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ობელისკის გარშემო აქციას - "გააფერადე ევროპა" გამართავს. აქცია 20:00 საათზე დაიწყება.

როგორც მოძრაობის განცხადებაშია ნათქვამი, აქციათა ციკლი, ყოველ ხუთშაბათს, თავისუფლების მოედანზე 20:00-დან 21:00 საათამდე ჩატარდება.