სვანეთში 2 მოქალაქის ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში 2 მოქალაქის ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში ორი მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები.

უწყების ინფორმაციით, 2 მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა.

***

მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ. როგორც მათ ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, ორი ახალგაზრდა კაცი მე-6 დღეა დაკარგულია. როგორც ცნობილია, ისინი ლენტეხში ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ.