სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული 2 მოქალაქე თავისუფალია

სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული 2 მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ნათაძისა და ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ე.წ. ცხელი ხაზის მექანიზმი.

"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. მოლაპარაკების არსებული ფორმატებისა და ინსტრუმენტების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად, კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას", - წერია სუს-ის ინფორმაციაში.