სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ახალგორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაატყვევეს.
უწყების ცნობით, გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და აღნიშნული ინფორმაცია გადაეცათ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
"ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად" - წერია სუს-ის განცხადებაში.