სუს: დავაკავეთ 2 პირი, ამოვიღეთ ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის მტკიცებულებები

სუს: დავაკავეთ 2 პირი, ამოვიღეთ ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის მტკიცებულებები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სპეციალური ოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე - მათი სახლებიდან ამოღებულია ასევე საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება.

"გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულ იქნა საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის, საბრძოლო მასალა, სხვადასხვა სახის ელექტრონული მოწყობილობა, ფულადი თანხა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები. დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ასევე ამოღებულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი"- ნათქვამია განცხადებაში"- ნათქვამია განცხადებაში.