სუდანში ჩარჩენილი ქართველები დახმარებას ითხოვენ
საქართველოს მოქალაქეები ცხელი წერტილიდან გამოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. სუდანში, სადაც ახლა სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს, ორი ქართული კომპანიის თანამშრომლები იმყოფებიან - მფრინავები, ეკიპაჟის წევრები და ინჟინრები.