
თბილისში, 22 აგვისტოს, ცოლ-ქმარს შორის ურთიერთშელაპარაკებისას ქალმა ქმარს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც დაშავებული გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. იგი 2000 წელს დაბადებული თ.გ. აღმოჩნდა, ხოლო დაღუპულია — 2003 წელს დაბადებული ლ.გ. ოპერატიული მოქმედებებისას ამოღებულია დანაშაულის იარაღიც — დანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.