"სტუდენტები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!" – დღეს, 18:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ჩაინიშნა. ინფორმაციას ორგანიზაცია თავისუფალი თაობა ავრცელებს.
"დღეს ვიკრიბებით 18:00 საათზე თსუს-ს I კორპუსთან, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ისტორიული პროცესების ავანაგრდში და ასეც უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ვხედავთ ადმინისტრაციის ნეიტრალურობას და არანაირ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები დააკავეს, ფიზიკურად იძალადეს მათზე და ამაზე არანაირი განცხადება არ ყოფილა და არც პოზიცია არ დაუფიქსირებიათ ამ კანონთან დაკავშირებით.
დღეს მართლა სამსახურად გვექცა ყოველდღიურად 19:00 საათზე პარლამენტის წინ დგომა და ვფიქრობ, რომ ამ სამსახურში გაცდენები ცოტა არ იყოს, ზედმეტია", - ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, დავით სეხნიაშვილი.
15 აპრილიდან თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.
17 აპრილს, ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.