სტოლტენბერგი: ყველას გვინდა, რომ ომი დასრულდეს, მშვიდობა არ ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას

ჩვენ ყველას გვინდა, რომ ომი დასრულდეს. მაგრამ მშვიდობა რომ იყოს ხანგრძლივი, ის სამართლიანი უნდა იყოს. მშვიდობა არ ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას და რუსეთის მიერ ნაკარნახევი შეთანხმების მიღებას. მხოლოდ უკრაინას შეუძლია [მოლაპარაკებისთვის] მისაღები პირობები განსაზღვროს.

რაც უფრო მეტი ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებას შეძლებს უკრაინა, მით უფრო ძლიერი პოზიცია ექნება მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას მიაღწიოს.

განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.