სტოლტენბერგი: გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, ვინც რუსეთის ზეწოლის ქვეშაა, ასევე საქართველოსი

ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ უნდა შეძლოს ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელოს. ამიტომ ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება უკრაინას შეაკავონ [რუსეთი] და თავი დაიცვან მომავალი აგრესიისგან. ეს მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებასა და უკრაინის უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მუშაობა უკრაინის სტრატეგიული მრავალწლიანი დახმარების პროგრამის შემუშავებაზე. ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ხანგრძლივი დროით - უკრაინის ნატოსთან თავსებადობის გაზრდა და ნატოს სტანდარტებთან მისადაგება. ეს დაეხმარება უკრაინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, იმიტომ, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. ნატოს მოკავშირეები მზად არიან მისცენ უკრაინას ის, რაც მას სჭირდება, რათა გახდეს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში. და მიაღწიოს სამართლიან და მტკიცე მშვიდობას. ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებიც განიცდიან ზეწოლას რუსეთისგან, მათ შორის მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას.

წერს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.