NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ჯერ ნაადრევია დასკვნის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა კონტრშეტევა ომში გარდამტეხი მომენტი.
"ჩვენ ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა კონტრშეტევა ომში გარდამტეხი მომენტი. მაგრამ უკრაინის ჯარები წინ მიიწევენ და უფრო მეტ ოკუპირებულ ტერიტორიას ათავისუფლებენ. უკრაინის წინსვლა ბრძოლის ველზე კიევის მოლაპარაკების პოზიციას გააძლიერებს.
რაც უფრო მეტ მიზანს მიაღწევს უკრაინა, მით უფრო გაიგებს პრეზიდენტი პუტინი, რომ ვერ გაიმარჯვებს და [გაიგებს, რომ] სამათლიანი მშვიდობისთვის მოლაპარაკება უნდა აწარმოოს", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
მანამდე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალების შეტევამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ტერიტორიებზე წარმატების პირველი ნიშნები აჩვენა.