სტოლტემბერგი: კაპიტულაცია - მშვიდობა არაა, პუტინმა დაიწყო ომი და შეუძლია დღესვე დაასრულოს

სტოლტემბერგი: კაპიტულაცია - მშვიდობა არაა, პუტინმა დაიწყო ომი და შეუძლია დღესვე დაასრულოს

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მოკავშირეებს მოუწოდებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გააგრძელონ.

"კაპიტულაცია - არაა მშვიდობა. პუტინმა დაიწყო ეს ომი და შეუძლია დღესვე დაასრულოს. უკრაინას, მეორეს მხრივ, ამის საშუალება არ აქვს", - თქვა ალიანსის გენმდივანმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ამ განცხადებით სავარაუდოდ რომის პაპის გამოსვლას გამოეხმაურა, რომელშიც ფრანცისკემ თქვა, რომ რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ "თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს. მან ასევე დაამატა, რომ მოსკოვმა და კიევმა მოლაპარაკებები საერთაშორისო ძალების დახმარებით უნდა წამოიწყონ.