რომის პაპი: უკრაინამ "თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს

რომის პაპმა, ფრანცისკემ შვეიცარიულ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ "თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს

მან ასევე დაამატა, რომ მოსკოვმა და კიევმა მოლაპარაკებები საერთაშორისო ძალების დახმარებით უნდა წამოიწყონ.

"ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი ისაა, ვინც სიტუაციას აკვირდება, ხალხზე ფიქრობს და ყოფნის თეთრი დროშის აწევის, მოლაპარაკებების სიმამაცე. დღეს თქვენ შეგიძლიათ მოლაპარაკება საერთაშორისო ძალების შუამავლობით აწარმოოთ", - განაცხადა პაპმა.

პაპი ფრანცისკეს თქმით, როდესაც ქვეყანა ხედავს, რომ დამარცხებულია და "საქმე კარგად არ მისდის", მას მოლაპარაკებების სიმამაცე უნდა ეყოს და მხარეებს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს .

"როდესაც ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, როცა საქმე კარგად არ მიდის, მოლაპარაკების სიმამაცე უნდა გეყოს. შეიძლება ამის გრცხვენოდეს, მაგრამ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს? შეიძლება ყველაფერი უფრო ცუდად დამთავრდეს. დაიწყეთ მოლაპარაკებები დროულად. იპოვეთ ქვეყანა, რომელიც შუამავლობას შეძლებს", - თქვა მან.