სტიქიის ზონაში ჯარისკაცი გარდაიცვალა

სტიქიის ზონაში ჯარისკაცი გარდაიცვალა

შოვში, სამძებრო სამუშაოების შესრულებისას სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. მანამდე, სტიქიიდან მეოთხე დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეუძლოდ გახდა პოლიციის თანამშრომელი და ვერც მისი გადარჩენა მოხერხდა. რა პირობებში მუშაობენ სტიქიის ზონაში? ჯანდაცვის სამინისტრომ დღის ბოლოს უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ შოვში ინსტრუქტორის გარდაცვალება დაგვიანებულ, ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება.