სტიქიას ებრძვიან მაღალმთიან აჭარაშიც — ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
გუშინდელ ძლიერ სტიქიას ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში მსხვერპლი მოჰყვა. ძლიერი თოვის შედეგად განვითარებულმა ზვავმა და მეწყერმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.