
მეორე დღეა იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად პრობლემებია.
ვანში ორ ადამიანს ხე დაეცა, არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
რეგიონში 70-მდე შენობის სახურავია გადახდილი, ქუთაისში წაქცეული ხეების გამო, გადაკეტილია რამდენიმე ქუჩა და 3 000-მდე მოსახლეს არ მიეწოდება წყალი.
დაზიანებულია ელექტროსადენები და ავტომობილები. 12 მუნიციპალიტეტში ათასობით მოსახლეს შეზღუდული აქვს ელექტროენერგია.