სტეფანჩუკი აგვისტოს ომზე: 15 წლის წინ რუსეთმა აჩვენა მისი აგრესიული იმპერიული ამბიციები

15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო შეიარაღებული აგრესია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 15 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ აჩვენა მისი აგრესიული იმპერიული ამბიციები. 15 წლის წინ მსოფლიოს რომ უფრო გადამწყვეტად და მკაცრად ემოქმედა, რუსეთი რთულად გაბედავდა შეჭრილიყო დამოუკიდებელ ტერიტორიებზე, რომლებიც მას არ ეკუთვნის.

დღეს უკრაინა იბრძვის თავისი მომავლისთვის იმის წინააღმდეგ, ვინც ყოველთვის ცდილობდა მის განადგურებას. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით - მტკიცე და კოორდინირებული - ჩვენ შევძლებთ აგრესორის დამარცხებას და ევროპაში მშვიდობის დამყარებას.

წერს უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი Twitter-ზე.