
დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ.
კირ სტარმერი, ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი და დონალდ ტუსკი უკრაინაში ჩასვლამდე პოლონეთის ქალაქ ჟეშოვში შეხვდნენ.
ისინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ და კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ევროპის მხარდაჭერას.
"ჩვენ - საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს ლიდერები დავდგებით კიევში უკრაინის სოლიდარობის ნიშნად რუსეთის ბარბაროსული და უკანონო სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ", - ნათქვამია ოთხი ლიდერის ერთობლივ განცხადებაში.
ამჟამად ლიდერები კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე იმყოფებიან.