სტანო: EU არ ცნობს ცხინვალის "არჩევნებს", მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, "სამხრეთ ოსეთში" ე.წ. "საპარლამენტო არჩევნები" ჩატარდა. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

წერს X-ზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი პიტერ სტანო.