
სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი იმართება.
უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრებს შორის არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია და სამხედრო ძალების წარმომადგენლები.
რუსეთის დელეგაციას კვლავ ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, გენშტაბის დაზვერვის ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებებამდე უკრაინული დელეგაციის წევრები შეხვდნენ გერმანიის, იტალიისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებს და მოლაპარაკებებზე წინასწარ შეათანხმეს პოზიციები.
მათივე თქმით, უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სამშვიდობო
ძალისხმევისადმი ერთგულება.