სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა

სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა

სტამბოლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა, რასაც, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 10-მდე ადამიანი. ამის შესახებ ქალაქის მერმა ეკრემ იმამოღლუმ ისაუბრა.

ხანძარი დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა. ღამის კლუბი 16-სართულიანი შენობის ქვემოთ მდებარებოდა.

სამი დაშავებული ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ღამის კლუბში გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს. გამომწვევი მიზეზების დასადგებად გამოძიებაა დაწყებული. იუსტიციის მინისტრმა 5 ეჭვმიტანილის დაკავების ბრძანება გასცა.