სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს

სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დარბევა დაიწყო - გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი.

ადგილზე სიტუაცია დაძაბულია. პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებს.

მანამდე სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი.

დეპუტატებმა რუსული კანონის 11 პუნქტიდან დღეს მხოლოდ 3 განიხილეს.

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია.

აქციის ორგანიზატორები არიან ტალღა, მწვანეები, ჯიუტი, კარი და სტუდენტები ევროპული მომასვლისთვის.

გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.