სპეცრაზმელმა მეზობელს უმძიმესი დაზიანებები მიაყენა

სპეცრაზმელმა მეზობელს უმძიმესი დაზიანებები მიაყენა

სპეცრაზმელი, რომელმაც მეზობელს უმძიმესი დაზიანებები მიაყენა, დაკავებულია. საავადმყოფოში, სოფელ ატენში ნაცემი კაცის გადარჩენას ცდილობენ. დაზარალებული რამაზ მიხანაშვილის ძმა ინტერპოლის მაღალჩინოსანია და გასულ წლებში ქართული ოცნების მთავრობაშიც მუშაობდა, ის უკვე ჩამოვიდა საქართველოში. თავის მხრივ დაკავებულის ძმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.