როგორ ჩაანაცვლა მართლმსაჯულება - ე.წ მორალის სასამართლომ სოფელ კაბალში. არსებობს კადრები და მტკიცებულებები, რომ ძალადობაში დადანაშაულებული კაცი თანასოფლელებმა დასაჯეს. სასჯელი: კაბის ჩაცმა და ქუჩაში ჩამოტარება იყო. 29 წლის კაცის დამამცირებელ მოპყრობას 100-მდე თვითმხილველი და ათეულობით მონაწილე ჰყავს.