სოფელ ნიქოზში სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა - ის გადარჩა

სოფელ ნიქოზში სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა - ის გადარჩა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიქოზში მდებარე სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა - ის გადარჩა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარა, ფორმულასთან ამბობს, რომ სტადიონი ჯერ გახსნილი არ არის და მერიისთვის არ გადაუცემიათ. მისი თქმით, უცნობია, რატომ იმყოფებოდა მოზარდი იქ.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, ამ ეტაპზე იკვლევენ მიზეზს, რამ გამოიწვია ინციდენტი.