სოფელ ნერგეეთში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს - ეძებენ 1 ადამიანს

სოფელ ნერგეეთში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს - ეძებენ 1 ადამიანს

ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ჯამში სტიქიურ უბედურებას 8 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ ეტაპისთვის მაშველებო დაკარგულ 1 ადამიანს ეძებენ.

უხვი ნალექის გამო გვიან ღამით სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს.