სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამონგრევის შედეგად კაცი დაიღუპა

სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამონგრევის შედეგად კაცი დაიღუპა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში 53 წლის კაცი ფერდობის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კაცი მიწის ქვეშ წყლის მილებს ამონტაჟებდა.

ადგილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

დგილზე მისულ სასწრაფო-სამაშველო ჯგუფს კაცი დაღუპული დახვდა.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.