სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

ზუგდიდში, სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.

უწყების ცნობით, კაცმა ცოლს ბლაგვის საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.