
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა.
გამოცემა მოზაიკას ცნობით, კაცი გზის ნაპირზე მიდიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.