სოფ. ატენში კაცის ცემით მკვლელობაზე გდდ-ის ინსპექტორი და მისი თანმხლები დამნაშავედ ცნეს

სოფ. ატენში კაცის ცემით მკვლელობაზე გდდ-ის ინსპექტორი და მისი თანმხლები დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა გორის რაიონის სოფელ ატენში რევაზ მიხანაშვილის ცემით მოკვლის საქმეზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დემეტრე რევაზაშვილი და კიდევ ერთი პირი დამნაშავედ ცნეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ივლისს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებულს მძიმე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული ტრავმების შედეგად მიხანაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სასამართლომ ერთ ბრალდებულს 12 წლით, ხოლო რევაზაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.