სომხური მედია: უკრაინის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა

სომხური მედია: უკრაინის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ სომხური ტელეკომპანია Factor TV საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ტელეკომპანიის ცნობით, ვიზიტი მალე შედგება, თუმცა ვიზიტის თარიღი ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის. ზელენსკი, სავარაუდოდ, ერევანში მარტში ჩავა.

სომხეთში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ვალერი ლობაჩი აღნიშნულ ინფორმაციას ეხმაურება.

"რამდენიმე დღეში თავად გაიგებთ ამბებს იმის შესახებ, თუ რა მოხდება. ჩემი მხრივ, ვიტყვი, რომ უკრაინა მზადაა, მხარი დაუჭიროს სომხეთს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს რეგიონში [სიტუაციის] მოსაგვარებლად", - აღნიშნა მან.