სომხეთმა და აზერბაიჯანმა ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი გამოაქვეყნეს

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი გამოაქვეყნეს

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი გამოაქვეყნეს, რომელსაც 9 აგვისტოს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა თეთრ სახლში მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, აღიარონ და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობას. ამასთან, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.

გარდა ამისა, დეკლარაციაში სომხეთი და აზერბაიჯანი ადასტურებენ, რომ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები ერთმანეთისადმი და მომავალშიც არ წამოაყენებენ ასეთ პრეტენზიებს.

შეთანხმებაში აღნიშნულია ისიც, რომ მხარეები თავს შეიკავებენ ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენების მუქარისგან, რომელიც პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ამავე მუხლში ნათქვამია, რომ „მხარეები არ დაუშვებენ მესამე მხარის მიერ თავიანთი ტერიტორიის გამოყენებას მეორე მხარის წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად, რაც შეუთავსებელია გაერო-ს ორგანიზაციის წესდებასთან“.

ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი არ დაუშვებენ თავიანთი ტერიტორიის გამოყენებას მესამე მხარის მიერ მეორე მხარის წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად.

ამასთან, სომხეთი და აზერბაიჯანი თავს შეიკავებენ ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან.

დოკუმენტში საუბარია საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციაზეც და აღნიშნულია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი გააგრძელებენ ამ საკითხზე მუშაობას, ასევე, არ განალაგებენ საზღვრის გასწვრივ ნებისმიმერი მესამე ქვეყნის სამხედრო ძალებს.

დოკუმენტი სრულად