სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები თბილისში საერთაშორისო ფორუმზე დასასწრებად ჩამოვლენ

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები თბილისში საერთაშორისო ფორუმზე დასასწრებად ჩამოვლენ

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრემიერმინისტრი ალი ასადოვი საქართველოში აბრეშუმის გზის მეოთხე საერთაშორისო ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად ჩამოვლენ. ფორუმი თბილისში 26-27 ოქტომბერს ჩატარდება.

ფორუმის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მონაწილეებს შორის არიან აზიის განვითარების ბანკის ვიცეპრეზიდენტი, აზერბაიჯანის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრები, ასევე არაბეთის გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრი არიან. ღონისძიებაში მონაწილეობას სულ 60 ქვეყნის 2 000-მდე დელეგატი მიიღებს.

აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოში 2015, 2017 და 2019 წლებში ჩატარდა. აბრეშუმის გზის ფორუმი ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ფორუმის მთავარი თემა ელექტრონული კომერციის და ციფრული კავშირების გაღრმავება, ასევე ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა იქნება. მას საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის.