ფორმულას ინფორმაცია დადატურდა. სანქციების შემდეგ, სავარაუდოდ კლანის ზეწოლით, რამდენიმე მოსამართლეს უარი ათქმევინეს აშშ-ში გამგზავრებაზე. სასამართლო სისტემიდან ამერიკაში 20 მოსამართლე უნდა წასულიყო. ამ ეტაპზე სამი მოსამართლე უარს ამბობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ტრენინგზე. კლანმა სოლიდარობა სანქციებისთანავე მოითხოვა. ფორმულას ინფორმაციით, გრძელდება სხვებზე ზეწოლაც.