სლოვიანსკის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

სლოვიანსკის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

უკრაინის ცნობით, სლოვიანსკის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონეცკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებენ.

კირილენკო ამბობს, რომ რუსებმა ქალაქის ცენტრს დაახლოებით 10:30 საათზე ორი S-300 რაკეტით დაარტყეს. მისი თქმით, დაღუპულია 2 ადამიანი. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ დაბომბვის შედეგად განადგურდა ადმინისტრაციული და საოფისე შენობები, 5 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და 7 კერძო სახლი.

"მტერმა უნდა იცოდეს: უკრაინა არ აპატიებს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფას, არ აპატიებს ამ სიკვდილსა და დაზიანებებს. ყველა რუსი ტერორისტი დამარცხდება. ყველა, ვინც ამ აგრესიაში მონაწილეობს, აგებს პასუხისმგებლობას", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.