სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა კიევში, თავდაცვითი ინდუსტრიების საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.

"მოხარული ვარ გაუწყოთ, რომ მე და მინისტრმა შმიგალმა ახლახანს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს მე-14 პაკეტის მხარდაჭერის შესახებ, რომელიც სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის საინჟინრო და ნაღმების გაუვნებელყოფის საკითხებში დახმარებას ითვალისწინებს", - განაცხადა კალინიაკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კიევში მოლაპარაკებების დროს განიხილავს თავდაცვითი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლო პროექტებს.

კალინიაკმა ისიც დაამატა, რომ სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ ბოლო შეხვედრაზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა მომავალი მთავრობათაშორისი შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემად დასახელდა.

ცნობისთვის, რობერტ ფიცო სლოვალეთის ხელისუფლებაში 2023 წლის ოქტომბერში დაბრუნდა, რის შემდეგაც უკრაინისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარება შეწყდა.

თუმცა 2025 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთი აღარ დაადებს ვეტოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს.

ხოლო სექტემბერში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე ფიცომ დაადასტურა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში.