სლავიანსკში ნანგრევებიდან 15 ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის 10 დაღუპულია

სლავიანსკში ნანგრევებიდან 15 ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის 10 დაღუპულია

დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში, სადაც რუსებმა 14 აპრილს მასობრივი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, სამაშველო სამუშაოები დასრულდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 5-სართულიანი სახლის ნანგრევებიდან, მაშველებმა 15 ადამიანი გამოიყვანეს, საიდანაც 5 ცოცხალი იყო, ხოლო 10, მათ შორის 2 წლის ბავშვი, გარდაცვლილი. გარდა ამისა, თავდაცვის დროს დაშავდა 24 ადამიანი.

სარაკეტო თავდასხმა სლავიანსკში 14 აპრილს მოხდა. ოკუპანტებმა ქალაქს 8 რაკეტა ესროლეს. სამაშველო სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.