თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დღეს თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პროვინცია ბალიკესირში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ოფიციალური პირების ცნობით, დაინგრა ათეულობით შენობა, ხოლო ნანგრევებში, ამ დროისთვის, სულ მცირე, 1 ადამიანია მოყოლილი.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი სინდირგი იყო. ბიძგები კი 200 კილომეტრის დაშორებით მდებარე სტამბოლშიც იგრძნობოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ მედიას განუცხადა, რომ სინდირგიში ჩამონგრეული შენობიდან ხუთი ადამიანი, მათ შორის ხანდაზმული ქალი, გადაარჩინეს.

სინდირგის მერმა სერკან საკმა განაცხადა, რომ ახლომდებარე სოფელ გოლჯუკში რამდენიმე სახლიც ჩამოინგრა. დაინგრა მეჩეთის მინარეთიც.

ჯანდაცვის მინისტრმა ქემალ მემისოღლუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოთხი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.