სკოუ: ოლიგარქი, რომელიც საქართველოს ხელმძღვანელობს, უნდა ვნახოთ შეჩერებული

საქართველო უკან იხევს დემოკრატიის გზაზე და დემოკრატიული ძალები წნეხის ქვეშ არიან. მათი ქცევა არღვევს ჩვენს სტანდარტებს, პრობლემურია არამარტო აგენტების კანონი, არამედ ცვლილებები საარჩევნო კუთხით. სახეზეა წნეხი პოლიციის მხრიდან. ხალხი შეშინებულია. საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენ დიდ მისიას ვაგზავნით, წინასაარჩევნო მონიტორინგი მნიშვნელოვანია აგენტების კანონის მიღების ფონზე, რადგან მესამე სექტორის მდგომარეობა და მუშაობა შესაძლოა, გართულდეს. ოლიგარქი, რომელსაც დიდი ფულადი რესურსი აქვს და საქართველოს ხელმძღვანელობს, უნდა ვნახოთ შეჩერებული, მათ შორის სანქციებით.

თქვა ინგიარდ სკოუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტი ასამბლეის სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე.