ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, დაზიანება 2-მა პირმა მიიღო. ნგრევის დროს სკოლაში იმყოფებოდნენ სკოლის მოსწავლეები. საჯარო სკოლაში ორი სოფლის ბავშვები სწავლობენ. ოპოზიცია ამბობს, რომ სასწავლო დაწესებულების შენობა დიდი ხანია ავარულია, მაგრამ ხელისუფლებას ყურადღება ამ დრომდე არ გამოუჩენია.