სამხედრო ბაზაზე, რომელზეც ამერიკელი სამხედროები წვრთნებს ატარებენ და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიისთვის აქტიურად გამოიყენება, დღეს დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
ამერიკელი ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მოხერხდა ერთი დრონის ჩამოგდება, ხოლო მეორემ მცირედი ზიანი გამოიწვია.
ალ-ტანფის ბაზა სამხრეთ-აღმოსავლეთ სირიაში მდებარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაზე მდებარეობს, რომელიც ხშირად გამოიყენება ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების მიერ ჰეზბოლასთვის იარაღის მისაწოდებლად.
ასევე ცნობილია, რომ სირიელმა აქტივისტებმა დღეს დრონებით თავდასხმა აღმოსავლეთ სირიაში, ნავთობის ობიექტზე განახორციელეს, სადაც განთავსებულია ამერიკის ჯარები.