"სიყვარული მაინც გაიმარჯვებს" - ნანი ბრეგვაძე Drag Ball-ზე შეკრებილებს

შობა-ახალ წელს გისურვებთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, სიმშვიდეს და ბედნიერებას. ვწუხვარ, რომ მე ვერ ვესწრები ამ საღამოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ჩაივლის და მე მგონია, სიყვარული მაინც გაიმარჯვებს.

ამ სიტყვებით მიმართა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ Drag Ball-ზე შეკრებილებს. ორგანიზატორების ცნობით, ღონისძიებაზე სიმღერა მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. კადრებს Drag Ball-დან ონლაინმედია აპრილი ავრცელებს.